კითხვა-პასუხი (FAQ)

    1. ხშირად გამიგია, რომ ლაზერული კარტრიჯის აღდგენა არ არის რეკომენდირებული, რადგან მან შეიძლება დააზიანოს ზოგჯერ კი მწყობრიდან გამოიყვანოს პრინტერი.
       
    2. რას ნიშნავს თავსებადი კარტრიჯი?
       
    3. რას ნიშნავს რეგენერირებული კარტრიჯი?
       
    4. ჩემი პრინტერის (HP LaserJet 1018) კარტრიჯის ძიებისას ერთ-ერთ კომპანიაში შემომთავაზეს ორიგინალი კარტრიჯი 75 ლარად, მაშინ როდესაც ”ალტასა” და ”ორიენტ ლოჯიკში” ამ კარტრიჯის ღირებულება 80 დოლარის ტოლია, რამდენად შესაძლებელია მსგავსი რამ?
       
    5. იმ კარტრიჯის დატენვაში რასაც თქვენ მთავაზობთ 23 ლარად სხვა კომპანია მთავაზობს 20 ლარად, რატომ დავტენო თქვენთან თუ შედეგი იქნება ერთნაირი?
       
    6. რას მოიცავს თქვენს მიერ მოცემული გარანტია?
    7. რამდენჯერ შეიძლება დაიტენოს/აღდგეს კარტრიჯი?
    8. როგორი იქნება ბეჭდვის ხარისხი კარტრიჯის დატენვა/აღდგენის შემდეგ?
    9. ვიყიდე ახალი ლაზერული პრინტერი, მაგრამ კარტრიჯი რატომღაც ძალიან მალე დაიცალა, რატომ?
    10. კარტრიჯი დავტენე პირველად, მაგრამ ბეჭდვის ხარისხი ძალიან მალე გაუარესდა. რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?
    11. რა დრო სჭირდება კარტიჯის დატენვას, აღდგენას?
    12. კარტრიჯში გამოვცვალეთ ფოტომგრძნობიარე ლილვი (დრამი), მაგრამ კარტრიჯი მაინც ცუდად ბეჭდავს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
    13. კარტრიჯის დატენვის შემდეგ რატომ გათავდა ტონერი უფრო მალე, ვიდრე ორიგინალი კარტრიჯის გამოყენებისას?
    14. მართალია, რომ კარტრიჯის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ბეჭდვის ხარისხზე, არამედ ტონერის ხარჯვაზეც?
    15. ბეჭდვისას ქაღალდს დაჰყვება მუქი ზოლები გვერდებზე, რა არის ამის ბრალი და რატომ გამოვიდა მწყობრიდან კარტრიჯის დეტალები უფრო მალე?
    16. რა ტიპის კარტრიჯების აღდგენა შეიძლება თქვენთან?
    17. როგორ განვასხვავო თავსებადი კარტრიჯი ორიგინალისგან

 

  1. ხშირად გამიგია, რომ ლაზერული კარტრიჯის აღდგენა არ არის რეკომენდირებული, რადგან მან შეიძლება დააზიანოს ზოგჯერ კი მწყობრიდან გამოიყვანოს პრინტერი.

    აღნიშნული არამართებულია, რადგან გამოსახულების ფურცელზე გადატანის დეტალების უმეტესობა მოთავსებულია თავად კარტრიჯში და კარტრიჯების აღდგენის ტექნოლოგიის დაცვის შემთხვევაში პრინტერის დაზიანება გამორიცხულია, ყველაზე დიდი რაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდად აღდგენილმა კარტრიჯმა, ეს არის პრინტერის დაბინძურება ტონერის ფხვნილით.

    პრინტერის მწყობრიდან გამოსვლა კი შესაძლებელია გამოიწვიოს მხოლოდ მისი ექსპლუატაციის წესები დაუცველობამ.
     
  2. რას ნიშნავს თავსებადი კარტრიჯი?

    თავსებადი, ეს არის კარტრიჯი, რომელიც არ არის წარმოებული ორგტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მიერ. როგორც წესი კომპანიები, რომლებიც უშვებენ თავსებად კარტრიჯებს, საერთოდ არ აწარმოებენ ორგტექნიკას. თავსებადი კარტრიჯები იწარმოება ორიგინალურისგან განსხვავებული ტექნოლოგიით. თავსებადი კარტრიჯების წარმოებისას ხდება კარტრიჯის კორპუსის დეტალების ჩამოსხმაც საკუთარი პრესებისა და ფორმების საშუალებით.

    თავსებადი კარტრიჯების ყველაზე დიდი მწარმოებელია ჩინეთი, რიგ შემთხვევებში კი კომპანიები ჩინეთიდან იმპორტირებული კარტრიჯის დეტალებიდან ადგილზე ახდენენ თავსებადი კარტრიჯების აწყობას, ფხვნილით შევსებას და შეფუთვას საკუთარი კომპანიის ყუთებში (მაგალითისთვის უკრაინაში თუ რუსეთში წარმოებული თავსებადი კარტრიჯების უმეტესობის კორპუსის დეტალები სწორედ ჩინეთშია ჩამოსხმული).

    სამწუხაროდ განსაკუთრებით ჩინეთში წარმოებული თავსებადი კარტრიჯები არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი გათვლილია იაფი პროდუქციის წარმოებისთვის - კარტრიჯის წარმოების პროცესში არ ხდება ორიგინალი კარტრიჯების წარმოების ყველა ტექნოლოგიური პროცესების გამოყენება, ასევე, როგორც წესი კარტრიჯის კორპუსის დეტალები შედარებით დაბალი ხარისხის პლასტმასისგანაა ჩამოსხმული. აღნიშნული სპეციფიკიდან გამომდინარე თუკი ორიგინალი კარტრიჯის დატენვა/აღდგენა შესაძლებელია განხორციელდეს საშუალოდ 10-14-ჯერ, თავსებადი კარტრიჯი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს აღდგენა/დატენვის მე- 4-5 ციკლზე.
     
  3. რას ნიშნავს რეგენერირებული კარტრიჯი?

    რეგენერირებულს ეძახიან მეორადი გამოყენების კარტრიჯს. არსებობენ კომპანიები რომლებიც ყიდულობენ ერთხელ გამოყენებულ ორიგინალ კარტრიჯებს, რომლებიც არც ერთხელ არ აღდგენილა, ცვლიან მასში ფოტომგრძნობიარე ლილვს, დამმუხტავ ლილვს, მაგნიტურ ლილვსა და დანებს და შემდგომ ყიდიან. როგორც წესი რეგენერირებული კარტრიჯების ფასები შედარებით დაბალია, ვიდრე ორიგინალი ან თავსებადი კარტრიჯების ფასები, რადგან მათი წარმოებისას არ ხდება ხარჯის გაწევა კორპუსის დეტალების შეძენა/ჩამოსხმაზე.

    რეგენერირებული კარტრიჯების ხარისხი როგორ წესი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით თუ მისი აღდგენისას გამოყენებული იქნა ცნობილი ბრენდების ნაწილები და მასალები, ხოლო ორიგინალი კარტრიჯის კორპუსის არსებობა საშუალებას იძლევა კარტრიჯი დაიტენოს/აღდგეს მრავალჯერ.
     
  4. ჩემი პრინტერის (HP LaserJet 1018) კარტრიჯის ძიებისას ერთ-ერთ კომპანიაში შემომთავაზეს ორიგინალი კარტრიჯი 75 ლარად, მაშინ როდესაც ”ალტასა” და ”ორიენტ ლოჯიკში” ამ კარტრიჯის ღირებულება 80 დოლარის ტოლია, რამდენად შესაძლებელია მსგავსი რამ?

    დარწმუნებული ვართ თქვენ გთავაზობდნენ ყალბ კარტრიჯს. სამწუხაროდ ხშირადაა შემთხვევები, როდესაც თავსებადი კარტრიჯები იფუთება ორიგინალის ყუთებში და ერტყმება ჰოლოგრამაც, მით უფრო რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში აღნიშნულის გაკეთება ძალზე ადვილია. მსგავსი კარტრიჯები ძირითადად შემოდის ჩინეთიდან, სადაც ასეთი ”ორიგინალი” კარტრიჯების ფასი ადგილზე მერყეობს 15-დან 22 აშშ დოლარამდე და როგორც წესი მათი წარმოებისთვის გამოიყენება დაბალი ხარისხის მასალები.
    ის რომ კარტრიჯი ყალბია, თქვენ მიხვდებით კარტრიჯის პლასტმასის კორპუსის ხარისხზე. შეიძლება გაგიმართლოთ და თქვენი კარტრიჯი ერთგულად გემსახუროთ, ან შეიძლება ასეთი კარტრიჯი ხმარებიდან მე-2 დღესვე გამოვიდეს მწყობრიდან. მსგავსი კარტრიჯების ხარისხიანი აღდგენა უმეტეს შემთხვევაში პირველი გამოყენების შემდეგაც კი შეუძლებელი ხდება, რადგან კარტრიჯში გამოყენებული დეტალები ხშირად არასტანდარტულია.

    ჩვენი რჩევაა იყიდოთ ორიგინალი კარტრიჯები ცნობილ და დიდ კომპიუტერულ კომპანიებში როგორებიცაა ”ალტა”, ორიენტ ლოჯიკი”, ”ესაბი” და ა.შ. და არ ენდოთ წვრილ კომპანიებსა და კერძო პირებს, ეს დაგიზოგავთ თქვენს დროსაც და სახსრებსაც.
     
  5. იმ კარტრიჯის დატენვაში რასაც თქვენ მთავაზობთ 23 ლარად სხვა კომპანია მთავაზობს 20 ლარად, რატომ დავტენო თქვენთან თუ შედეგი იქნება ერთნაირი?

    ყველაფერი იაფი არ ნიშნავს ხარისხიანს, შესაბამისად შედეგიც ვერ იქნება ერთნაირი.
    შევადაროთ ერთმანეთს ჩვენი და თქვენი სავარაუდო კომპანიის დატენვის პროცესები და მიხვდებით რატომ არის ასეთი განსხვავება.

    კომპანია რომელიც 20 ლარად გთავაზობთ კარტრიჯის დატენვას, კარტრიჯის დატენვისთვის ატარებს შემდეგ ქმედებებს:

    1. ხსნის კარტრიჯს მხოლოდ იმ მდგომარეობამდე რომ გამოჩნდეს ფხვნილის ჩასაყრელი ხვრელი;
    2. გადმოყრის იმ დარჩენილ ფხვნილს რაც თვითდინებით ჩამოვა;
    3. ჩაყრის ახალ ფხვნილს;
    4. ააწყობს და გაგატანთ კარტრიჯს.

    ჩვენს მიერ კარტრიჯის დატენვისას ხორციელდება შემდეგი პროცესები:

    1. კარტრიჯი ინომრება;
    2. კარტრიჯი გადის წინასწარ ტესტირებას ბეჭდვის დეფექტების არსებობაზე;
    3. კარტრიჯი იშლება სრულად ცალკეულ დეტალებად და ლაგდება სპეციალურ კონტეინერზე;
    4. ყველა დეტალი - ლილვები, დანები, სანაგვე ბუნკერი, ფხვნილის ბუნკერი, სამაგრი ხრახნები იწმინდება იონიზებული ჰაერის ჭავლით;
    5. ლილვები იწმინდება სპეციალური საშუალებებით, რათა მოცილებულ იქნას ძველი ტონერის მტვერი;
    6. ყველა დანა და ლილვი ტესტირდება დეფექტების არსებობაზე;
    7. ლილვების და ასევე სხვა საკონტაქტო ადგილები იწმინდება სპეციალური სპირტით და შემდგომ იპოხება სპეციალური დენგამტარი საპოხი მასალით;
    8. კბილანები და ყველა მბრუნავი დეტალი იპოხება სპეციალური საშუალებებით სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ხმაურის შესამცირებლად;
    9. კარტრიჯს უკეთდება დამცავი ლენტა, რაც იცავს ფხვნილს გადმოყრისგან და ინარჩუნებს ტონერის თვისებებს დიდი ხნის მანძილზე;
    10. იყრება მხოლოდ მაღალხარისხოვანი ფხვნილი Static Control Components-ისგან;
    11. აწყობილი კარტრიჯი კვლავ გადისტესტს ბეჭდვის დეფექტების არსებობაზე;
    12. თუ ბეჭდვის ხარისხი შეესაბამება სტანდარტებს, კარტრიჯი იფუთება სპეციალურ ფოლგირებულ ნესტგამძლე პარკში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბრუნდება აწყობის უბანზე დეფექტების აღმოსაფხვრელად;
    13. შეფუთული კარტრიჯი იდება კარდონის ყუთში,, რაც იცავს მას დაზიანებებისგან ტრანსპორტირებისას;
    14. კარტრიჯი და მის აღდგენაზე ჩატარებული სამუშაოების ჩამონათვალი შედის სპეციალურ მონაცემთა ბაზაში აღდგენის თითოეულ ეტაპის განმახორციელებელი თანამშრომლის მითითებით;
    15. აღდგენილ კარტრიჯზე კომპანია გაძლევთ გარანტიას:

      • თუკი ექსპლუატაციის პროცესში გამოვლინდა წარმოების რაიმე წუნი,
      • კომპანია უსასყიდლოდ გაასწორებს აღნიშნულ წუნს;
      • რომ ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობა მაქსიმალურად შეესაბამება ორიგინალი კარტრიჯის მწარმოებლის მახასიათებლებს.

    გარდა აღნიშნულისა, ჩვენ მუშაობაში ვიყენებთ სპეციალურ ძვირადღირებულ აპარატურასა და მოწყობილობებს, რომელთა გამოყენებით კარტრიჯების კორპუსსა და დეტალებს დატენვა/აღდგენისას ადგება მინიმალური ზიანი, ეს კი თქვენი კარტრიჯის ხანგძლივად გამოყენების გარანტიაა.
    თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ სურათების გალერეა.
  6. რას მოიცავს თქვენს მიერ მოცემული გარანტია?ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენთან აღდგენილი კარტრიჯი შენახვისას მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ბეჭდვის მაღალ ხარისხსა. თუ აღდგენიდან ერთი წლის განმავლობაში თქვენ გახსენით კარტრიჯი და იგი დაბეჭდავს დეფექტებით, ჩვენ უსასყიდლოდ გამოვასწორებთ აღნიშნულ ხარვეზს.გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული გარანტია ვრცელდება მხოლოდ აღდგენილ ორიგინალ კარტრიჯებზე, თავსებადი კარტრიჯები ხშირად შეიცავენ არასტანდარტულ დეტალებს (დანები, დამცავი ღრუბლები და ა.შ.) და მათი შეცვლა აღდგენის პროცესში სხვა კომპონენტებით შეუძლებელი ხდება.
  7. რამდენჯერ შეიძლება დაიტენოს/აღდგეს კარტრიჯი?

    კარტრიჯი პირობითად შეგვიძლია დავყოთ 3 ნაწილად:
      • ტონერი
      • ;

      • გამოსახულების ფორმირებაში მონაწილე დეტალები
      • ;

    • კარტრიჯის კორპუსი.

    აღნიშნული დეტალები ჩამოთვლილია მათი რესურსის ამოწურვის მიხედვით.

    კარტრიჯის დატენვისას ხდება კარტრიჯის გაწმენდა და მხოლოდ ტონერის გამოცვლა. კარტრიჯებში რომელთა ბეჭდვის რესურსია 2000 – 3500 ნაბეჭდი გვერდი, როგორც წესი დატენვა შეიძლება განხორციელდეს 2-3 ჯერ (თუმცაღა აღნიშნული დიდადაა დამოკიდებული როგორც აღმდგენის პროფესიონალიზმზე, ასევე გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და უპირველესად ტონერის ხარისხზე).

    ამის შემდგომ უკვე იწყებს საკუთარი რესურსის ამოწურვას გამოსახულების ფორმირებაში მონაწილე დეტალები, როგორებიცაა ფოტომგძნობიარე ლილვი (დრამი), დამმუხტავი ლილვი, მაგნიტური ლილვი, დოზირებისა თუ გამწმენდი დანები და ა.შ. გამოსახულების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის საჭიროა მათი გამოცვლა დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. პირველ რიგში როგორც წესი მწყობრიდან გამოდის ფოტომგძნობიარე ლილვი (დრამი), გამწმენდი დანა და მაგნიტური ლილვი.

    კარტრიჯის კორპუსი წარმოადგენს პლასტმასის დეტალების ერთობლიობას, რომელიც აერთიანებს ტონერსა და გამოსახულების ფორმირების დეტალებს. კარტრიჯში შეიძლება გამოიცვალოს ყველაფერი კორპუსის გარდა, შესაბამისად კარტრიჯის კორპუსის დაზიანების შემთხვევაში მისი შემდგომი გამოყენება შეუძლებელია.

    ჩვენ ვიყენებთ ორიგინალურ ტექნოლოგიას, რომლის გამოყენებისას კორპუსს ადგება მინიმალურ დაზიანება, რაც მისი მრავალჯერ გამოყენების საშუალებას იძლევა (ჩვენს ფოტოგალერეაში შეგიძლიათ იხილოთ არაკომპეტენტური მოპყრობის შედეგად აღდგენისას მიყენებული დაზიანებები).

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროფესიონალური დატენვა/აღდგენის შემთხვევაში კარტრიჯი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალჯერადად. 
  8. როგორი იქნება ბეჭდვის ხარისხი კარტრიჯის დატენვა/აღდგენის შემდეგ?

    ვიყენებთ რა მხოლოდ მაღალხარისხოვან და მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წარმოებულ სახარჯ მასალებს, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ყოველი დატენვა/აღდგენის შემდეგ მომხმარებლის მიერ ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში კარტრიჯის ბეჭდვის ხარისხი მაქსიმალურად იდენტური იქნება ორიგინალი კარტრიჯის ბეჭდვის ხარისხისა.
     
  9. ვიყიდე ახალი ლაზერული პრინტერი, მაგრამ კარტრიჯი რატომღაც ძალიან მალე დაიცალა, რატომ?

    მძაფრი კონკურენციის ფარგლებში ლაზერული პრინტერების ფასები თითქმის ყოველთვიურად კლებულობს. უკვე შესაძლებელია ახალი ლაზერული პრინტერის შეძენა 200 ლარადაც კი, ეს კი უბიძგებს მწარმოებლებს შეამცირონ ხარჯები.

    ბოლო დროს ბევრი მწარმოებელი მიმართავს ისეთ ხერხს, როცა ახალ პრინტერში ჩადებულ კარტრიჯში ჩაყრილია ნაკლები ტონერი, რათა მომხმარებელმა მალევე შეიძინოს ახალი კარტრიჯი და მწარმოებელმა პრინტერზე გაწეული ეკონომიის ამოღება შეძლოს სახარჯი მასალის გაყიდვიდან. მსგავს კარტრიჯებს ეძახიან ”სასტარტო კარტრიჯს”
     
  10. კარტრიჯი დავტენე პირველად, მაგრამ ბეჭდვის ხარისხი ძალიან მალე გაუარესდა. რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

    როგორც წესი ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე გარემოება:
     
    • ექსპლუატაციის წესების დაუცველობა. ბეჭდვის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესების მიზეზი ერთი სკრეპიანი ქაღალდიც კი შეიძლება გახდეს;
    • ”სასტარტო კარტრიჯის” დატენვა. უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა ე.წ. ”სასტარტო კარტრიჯები” რომელთა გაიაფებისთვის კომპანიები იყენებენ ფოტომგრძნობიარე ლილვს ნაკლები რესურსით, რომლებიც ხშირად ერთი დატენვის ციკლსაც კი ვერ უძლებს. შესაბამისად მომხმარებელი მზად უნდა იყოს, რომ მსგავსი კარტრიჯის შეძენისას შეიძლება საჭირო გახდეს ფოტომგრძნობიარე ლილვის გამოცვლა უკვე 3000 ნაბეჭდი ფურცლის შემდეგ;
    • კარტრიჯს გააჩნდა უმნიშვნელო დეფექტი, რომელიც არ ჩანდა ტექსტის ბეჭდვისას, მაგრამ აღნიშნული დეფექტი შეიძლება გამოჩნდეს კარტრიჯში ახალი ტონერის ჩაყრისას, რამეთუ ახალ ტონერს შეაქვს საკუთარი სპეციფიკა კარტრიჯისა და მისი დეტალების მუშაობაში;
    • ტონერის გამოცვლისას არ მოხდა კარტრიჯის დეტალების სრულად გაწმენდა ძველი ტონერისგან. როგორც წესი ორიგინალი ტონერის თვისებები განსხვავდება თავსებადი ტონერის მწარმოებლების ტონერებისგან. ამ მიზეზით არ არის რეკომენდირებული ძველი და ახალი ტონერის (თუნდაც მცირე რაოდენობის) შერევა, რადგან ეს როგორც წესი იწვევს ბეჭდვის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას;
    • კარტრიჯის არაპროფესიონალური დატენვა.
     
  11. რა დრო სჭირდება კარტიჯის დატევას, აღდგენას?

    როგორც წესი, კარტრიჯების უმეტესობის დატენვა/აღდგენის პროცედურას სჭირდება 40-50 წუთი. აღნიშნული დრო დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

    • კარტრიჯის ტიპი - ისეთი კარტრიჯების აღდგენისთვის როგორებიცაა Q5942A, Q2610A, Q6511A და ა.შ. საჭიროა საშუალოდ 1,5 - 2 საათი;
    • უკვე განხორციელებული დატენვა/აღდგენის პროცედურების რაოდენობა. როგორც წესი ისეთი კარტრიჯების დატენვისთვის, რომლებიც არასოდეს დატენილა, შედარებით მეტი დრო იხარჯება, რადგან საჭიროა სპეციალური ტექნოლოგიური პროცედურების ჩატარება;
    • კარტრიჯის მდგომარეობიდან გამომდინარე.

    ხშირია შემთხვევები, როცა არაპროფესიონალურად დატენილი კარტრიჯის აღსადგენად და წესრიგში მოსაყვანად საჭიროზე გაცილებით მეტი დრო იხარჯება.
     
  12. კარტრიჯში გამოვცვალეთ ფოტომგრძნობიარე ლილვი (დრამი), მაგრამ კარტრიჯი მაინც ცუდად ბეჭდავს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

    ბევრი მომხმარებელი თვლის, რომ კარტრიჯში შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს მხოლოდ ფოტომგრძნობიარე ლილვი ან გათავდეს ტონერი, მაშინ როდესაც კარტრიჯში არსებობს კიდევ 5-6 დეტალი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბეჭდვის ხარისხზე. თუ ამ დეტალებიდან რომელიმემ ამოწურა თავისი რესურსი, ხარისხიანი ნაბეჭდის მისაღებად აუცილებელია ამ დეტალის გამოცვლა. კარტრიჯის დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ გვერდზე ლაზერული პრინტერის მუშაობის პრინციპი.
     
  13. კარტრიჯის დატენვის შემდეგ რატომ გათავდა ტონერი უფრო მალე, ვიდრე ორიგინალი კარტრიჯის გამოყენებისას?

    გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მწარმოებლები ნაბეჭდი ფურცლების საშუალო რაოდენობას ითვლიან A4 ქაღალდის ნაბეჭდით 5% დაფარვის შემთხვევაში. ტონერის ხარჯვაზე დიდ გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

      1. ნაბეჭდ გვერდზე გრაფიკული ელემენტების არსებობა;
      2. კარტრიჯის/ფოტომგრძნობიარე ლილვის ცვეთა;
      3. პრინტერის ტექნიკური მდგომარეობა;
      4. ქაღალდის ხარისხი;
      5. შენობის ტემპერატურული რეჟიმი.

    ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კარტრიჯის რესურსზე. სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო ერთნაირი კარტრიჯების სხვაობა რესურსში შეიძლება 30%-საც კი აღწევდეს.
     
  14. მართალია, რომ კარტრიჯის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ბეჭდვის ხარისხზე, არამედ ტონერის ხარჯვაზეც?

    აღნიშული სიმართლეს შეესაბამება. ლაზერულ კარტრიჯში ყველაზე მეტად ზიანდება ფოტომგრძნობიარე ლილვი (დრამი), დაზიანებული დრამი კი ბეჭდვისას ხარჯავს მეტ ტონერს. რაც უფრო მეტი ფურცელი აქვს დაბეჭდილი დრამს, რესურსის გასვლასთან ერთად იცვლება მისი ფოტომგრძნობიარე თვისებები, შესაბამისად, მით უფრო მეტი ტონერი დაიტანება დრამზე ნაბეჭდის მისაღებად. ეს ზედმეტი ტონერი კი ან ხვდება ქაღალდზე და ქმნის ფონს (10% შემთხვევაში) ან 90% შემთხვევაში ხვდება ე.წ. ”სანაგვე ბუნკერში” და აღარასოდეს მონაწილეობს ბეჭდვის პროცესში, თუმცაღა ბეჭდვის ხარისხი უკანასკნელ შემთხვევაში არ უარესდება, მაგრამ იზრდება ტონერის ხარჯი და მცირდება კარტრიჯის რესურსი.
    ტონერის გაზრდილი ხარჯი იმის ნიშანია, რომ ფოტომგძნობიარე ლილვის რესურსი იწურება და საჭიროა განხორციელდეს კარტრიჯის რემონტი - ფოტომგრძნობიარე ლილვის და საჭიროების შემთხვევაში სხვა დეტალების გამოცვლა.
     
  15. ბეჭდვისას ქაღალდს დაჰყვება მუქი ზოლები გვერდებზე, რა არის ამის ბრალი და რატომ გამოვიდა მწყობრიდან კარტრიჯის დეტალები უფრო მალე?

    ბეჭდვისას ქაღალდის კიდეებზე მუქი ფერის ზოლების არსებობა როგორც წესი ფოტომგრძნობიარე ლილვის ცვეთაზე მიუთითებს. აღნიშნული დეტალის ცვეთაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

      • ქაღალდის ხარისხი - რაც მაღალია ქაღალდის ხარისხი, მით უფრო დიდხანს ძლებს ფოტომგძნობიარე ლილვი;

      • ქაღალდის სიმკვრივე - რაც მეტია გამოყენებული ქაღალდის სიმკვრივე, მით მეტ მექანიკურ ზემოქმედებას განიცდის ფოტომგრძნობიარე ლილვი და შესაბამისად მცირდება მისი რესურსი;

      • ქაღალდის ზედაპირი - როგორც წესი პრიალა ზედაპირის მქონე ქაღალდი ნაკლებადაა გათვალისწინებული ლაზერულ პრინტერში გამოყენებისთვის. მსგავს ზედაპირს ტონერი ცუდად ეკვრის და შესაბამისად ეწებება ისევ ფოტომგრძნობიარე ლილვს, ეს კი იწვევს ამ უკანასკნელის ინტენსიურ ცვეთას;

      • ბეჭდვის ინტენსიობა - ფოტომგრძნობიარე ლილვის ცვეთა პირდაპირპროპორციულია ბეჭდვის ინტენსიობისა, რაც მეტს ბეჭდავთ, მით უფრო მეტად იცვითება ლილვიც;

      • საფირმო ბლანკების გამოყენება - ხშირად კომპანიები იყენებენ ტიპოგრაფიულად დაბეჭდილ ბლანკებს ტექსტის საბეჭდად, ბლანკები კი ქმნიან დამატებით დატვირთვას ფოტომგრძნობიარე ლილვზე;

      • ხშირად ფურცლის ეკონომიიის მიზნით A4 ფორმატის ფურცლებს სახაზავის საშუალებით ხევენ 2 ნაწილად და ასე იყენებენ საბეჭდად. ნახევი ფურცელის გვერდი მნიშვნელოვნად მოქმედებს ფოტომგრძნობიარე ლილვზე;

      • მოხმარების კულტურა - მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პრინტერს, დროულად გაწმინდოს იგი, არ გამოიყენოს სკრეპიანი ქაღალდი, არ დაბეჭდოს მწარმოებლის მიერ რეკომენდირებულ ფურცლებზე მეტი და ა.შ. (იხ. ექსპლუატაციის წესები);

    • ერთ ჯერზე გაშვებული ფურცლების რაოდენობა. თუკი მომხმარებელი თითო ჯერზე ბეჭდავს თითო ფურცელს, ფოტომგრძნობიარე ლილვი უფრო მალე გამოვა მწყობრიდან, ვიდრე იმ მომხმარებლისა, რომელიც ერთ ჯერზე რამდენიმე ფურცელს ბეჭდავს, რადგან ყოველი ბეჭდვის წინ ფოტომგრძნობიარე ლილვი აკეთებს რამდენიმე ბრუნს (იმუხტება ბეჭდვის დასაწყებად), ეს კი შესაბამისად იწვევს მის ცვეთას. თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს რომ მცირე წარმადობის პრინტერებზე მომხარებელმა არ უნდა დაბეჭდოს ერთდროულად რამდენიმე ასეული ფურცელი, ეს გამოიწვევს პრინტერის გადახურებას.
     
  16. რა ტიპის კარტრიჯების აღდგენა შეიძლება თქვენთან?

    იხილეთ პუნქტი "ჩვენი ფასები"
     
  17. როგორ განვასხვავო თავსებადი კარტრიჯი ორიგინალისგან?

    როგორც წესი თავსებადი კარტრიჯები მოთავასებულია ორიგინალი კარტრიჯისგან განსხვავებულ ყუთში, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა თავსებადი ან რეგენერირებული კარტრიჯი ჩადებულია ორიგინალი კარტრიჯის ყუთში და გარეგნულად მათი განსხვავება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში უნდა გახსნათ შეფუთვა და დააკვირდეთ შურუპებს, კარტრიჯის გვერდებზე, თუკი ისინი შავი ფერისაა, ესე იგი თქვენ საქმე გაქვთ თავსებად ან რეგენერირებულ კარტრიჯთან, ორიგინალი კარტრიჯების შურუპები როგორც წესი ვერცხლისფერია.