ლაზერული ბეჭდვის ტექნოლოგია

ყოველწლიურ გაიაფებასთან ერთად ლაზერულმა პრინტერებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა მთელ მსოფლიოში. თანამედროვე ლაზერული ბეჭდვის წინამორბედი გახლდათ მეთოდი, რომელიც გამოიგონა ჩესტერ კარლსონმა 1938 წელს. მეთოდმა მიიღო სახელწოდება - ელექტროგრაფია, მაგრამ მოგვიანებით დაერქვა ქსეროგრაფია.

პირველი მოწყობილობა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ლაზერული, გახლდათ EARS (Ethernet, Alto, Research character generator, Scanned Laser Output Terminal), რომელიც გამოიგონა კორპორაცია Xerox-მა 1972 წელს.
ლაზერული პრინტერის პირველი ნიმუში შექმნა კომპანია IBM-მა 1975 წელს, სამწუხაროდ აღნიშნული მოწყობილობა ვერ გავრცელდა მასიურად, რადგან წარმოადგენდა ძალზე რთულ და დიდი ზომის მოწყობილობას.

80-იან წლებში ლაზერული პრინტერების დამზადებით დაინტერესდნენ Hewlett-Packard და Apple Computers. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან იწყება ლაზერული პრინტერების ერა. ბაზარზე გამოჩნდა HP-ს პრინტერები LaseJet და Apple Computers-ის LaserWriter. თავის დროზე პრინტერი LaseJet გახდა ლაზერული ბეჭდვის ეტალონიც კი.

თანამედროვე ლაზერულ პრინტერებში კვლავ გამოიყენება ელექტროგრაფული ბეჭდვის პრინციპი. ლაზერული პრინტერები გამოსახულების ფორმირებას ახდენენ ქაღალდზე წერტილების პოზიციონირებით (რასტრული მეთოდი), თავდაპირველად გამოსახულება ფორმირდება პრინტერის მეხსიერებაში და მხოლოდ შემდეგ გადაეცემა ბეჭდვის მექნიზმს.




ლაზერული ბეჭდვის ძირითადი ეტაპები:

 

  • ფოტომგრძნობიარე ლილვის დამუხტვა - დამმუხტავი ლილვი (PCR) თანაბრად ფარავს დრამსუარყოფითი მუხტით;
   
  • დასხივება - ფოტომგრძნობიარე ლილვის უარყოფითად დამუხტულ ზედაპირზე ლაზერული სხივი დაიტანს მომავალ გამოსახულებას. იმ ადგილებში სადაც მოხდა ლაზერული სხივით დასხივება, ლილვი კარგავს უარყოფით მუხტს;
   
  • ტონერის გადატანა - აღნიშნულ ეტაპზე მაგნიტური ლილვი იმუხტება უარყოფითი მუხტით და მაგნიტური თვისებების გამო იზიდავს ტონერს ბუნკერიდან, დოზირების დანა უზრუნველყოფს, რომ ტონერი მაგნიტურ ლილვზე განაწილებული იყოს თანაბრად. შედეგად ტონერი უარყოფითად დამუხტული მაგნიტური ლილვიდან გადაიტანება ფოტომგრძნობიარე ლილვის იმ მონაკვეთებზე, სადაც ლაზერული სხივის მოქმედებით მოშორებული იქნა უარყოფითი მუხტი;
   
  • ტონერის გადატანა ქაღალდზე - აგრძელებს რა ბრუნვას, დრამის ქვეშ გაივლის ქაღალდი, რომელიც ერთის მხრივ ეხება დრამს, ხოლო მეორეს მხრივ გამოსახულების ფურცელზე გადატანის ლილვს, რომელიც დამუხტულია დადებითი მუხტით, შედეგად უარყოფითად დამუხტული ტონერის ნაწილაკები გადაიტანება ქაღალდზე;
   
  • გამოსახულების დამაგრება - ქაღალდი, რომელზეც დაყრილია ტონერი მომავალი გამოსახულებით, მიემართება ღუმელისკენ, სადაც ხდება ტონერის გახურება 1800-2200-მდე და საბოლოო დამაგრება ქაღალდზე;
   
  • ფოტომგრძნობიარე ლილვის გაწმენდა - გარკვეული რაოდენობის ტონერი არ გადადის ქაღალდზე და რჩება ფოტომგრძნობიარე ლილვზე. დრამი საჭიროა გაიწმინდოს ტონერის ნარჩენებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომი ფურცელი იქნება ”ჭუჭყიანი” ტონერის ნარჩენებისგან. აღნიშნულ ფუნქციას ასრულებს გამწმენდი დანა (Wiper Blade);
   
  • ”გამოსახულების წაშლა” - აღნიშნულ ეტაპზე დამმუხტავი ლილვი თანაბრად ფარავს რა დრამს უარყოფითი მუხტით, აღადგენს უარყოფით მუხტს იმ ადგილებში, სადაც იგი მოაშორა ლაზერულმა სხივმა და ფოტომგრძნობიარე ლილვის ზედაპირიდან ხდება იმ გამოსახულების წაშლა, რომელიც დატანილი იქნა ლაზერული სხივის მიერ.
     


ლაზერული კარტრიჯის ტონერი

ტონერის ხარისხი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს როგორც ბეჭდვის ხარისხზე, ასევე კარტრიჯის საციცოხლო ციკლზე.

რაც უფრო მცირეა ტონერის ნაწილაკები, მით უფრო მკვეთრია ნაბეჭდი. უკანასკნელ დრომდე ტონერი მზადდებოდა პიგმენტებისა და პლასტიკური ფისების ე.წ. ”ცხელი დნობით”, მიღებული მყარი ძაფები შემდეგ ქუცმაცდებოდა 7 მიკრონამდე დიამეტრის ნაწილაკებად. Xerox-ის კანადის კველვით ცენტრში დამუშავებულ იქნა ტექნოლოგია, რომელმაც საშუალება მოგვცა მიღებული ყოფილიყო სფეროს ან კვერცხისმაგვარი ფორმის ნაწილაკები, რომელთა ზომაც არ აღემატება 3-5 მიკრონს. ტექნოლოგიას, რომელმაც მიიღო დასახელება ”ემულსიური აგრეგაცია”, გარდა იმისა რომ იძლევა უფრო მცირე ზომის ნაწილაკებს და შესაბამისად უფრო მკვეთრ ნაბეჭდს, გააჩნია სხვა დადებით მხარეებიც: ასეთი ტონერი ამაღლებს მოწყობილობის გამოყენების დროს, ბეჭდვისას გამოიყენება ნაკლები ტონერი და შესაბამისად უფრო იაფიც ჯდება.

ტონერი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ კარტრიჯების აღდგენისას წარმოებულია ისეთი ცნობილი მწარმოებლის მიერ როგორიცაა Static Control Components Inc. მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება და ტონერის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი ბეჭდვის ხარისხს, ვიდრე nonename მწარმოებლების ტონერები. 

  

 

ხარისხიანი ტონერი

 

უხარისხო ტონერი